13 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

მათივე ცნობით, 13 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, ლესელიძის, ქუჩებზე, თოდრიას მოედანზე, მე-14, მე-15, მე-16 მიკრორაიონებში.

11:00-დან 17:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, ახალი სამგორი. 11:00-დან 15:00 საათამდე – მომხმარებლებს სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო, სააკაძე.

13:55-დან 17:00 საათამდე – სოფელ ჯანდარაში.13:55-დან 14:00 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე – სოფლებში ლემშვენიერა, ნაგები, მზიანეთი, თბილწყარო.

12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, ვარდისუბანი, ტნუსი, პატარა დმანისი, უკანგორა, კაკლიანი.

12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს წალკაში არისტოტელეს, 25 მარტის, კოსტავას, ათენის, აბანოს, ვაჟა-ფშაველას, კლდეკარის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებში, რეხაში. 12:00-დან 13:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს წალკაში ჭელიძის, თამარ მეფის, იოანიდის, გაგარინის, კალაიჩევის, რუსთაველის, ხრამის აღმართი, 8 მარტის, ლერმონტოვის, სტალინის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.