14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ტრადიცულად წელსაც, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.