„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში შარტავას, სპორტის ქუჩებზე, მე-20 მიკრორაიონში.
12:00-დან 13:00 საათამდე – მე-7, მე-7ა, მე-7 ბ, მე-17, მე-8, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, შარტავას, კიროვაკანის ქუჩებზე.
13:00-დან 14:00 საათამდე – მომხმარებლებს მე-20, 21-ე, შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის, 9 მაისის ქუჩაზე, მარცხენა სანაპიროზე.
14:00-დან 15:00 საათამდე – მომხმარებლებს შარტავას, ლომოურის, ლეონიძის, ტაშკენტის, მესხიშვილის, მეგობრობის, მურმან ლებანიძის ქუჩებზე,მე-7ა, მე-7, მე-7 ბ, მე-14, მე-15 მიკრორაიონებში.13:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო, იაკუბლო.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.