NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1009 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგანაც ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 -ს დასჭირდა.
„ლაბორატორიები გავაფრთხილეთ, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გამოგვიგზავნონ შესამოწმებლად. ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა საერთო დიაგნოსტირებულებში 60%-ია. ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა 45-პროცენტიდან ზემოდ მიდის.
1009 შემთხვევიდან მხოლოდ 14-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 12-მა უკვე კლინიკა დატოვა. აქედან არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება. ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაიწერა ნორმალურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა. ქვემო ქართლში “ომიკრონის” შემთხვევა პირველად, სამ იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღირიცხა.