ზელენსკი: ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით

უკრაინა აძლიერებს მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  ომის დაწყების დღიდან, საოკუპაციო ჯარებმა ასჯერ მეტი ზარალი მიაყენეს უკრაინას, ვიდრე დონბასში რვა წლის განმავლობაში.

„ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი და ის იქნება იმ ყველაფერისთვის, რაც გააკეთეს უკრაინის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოველი ტერორისტული აქტის გამო. მსოფლიო უკვე იწყებს გაგებას, რომ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება უკრაინის სამართლიანობის აღდგენა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.