10 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  კომპანიისქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მარტს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, პეტრე მელიქიშვილი, გონაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-18 მიკრორაიონში. 12:00-დან 13:00 საათამდე – ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, ლომოურის ქუჩებზე, 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტს თოდრიას, მესხიშვილის, ლომოურის, მშენებელთა, ფალიაშვილის, მეგობრობის ქუჩებზე, მე-6, მე-7, მე-11 მიკრორაიონებში.
11:30-დან 17:30 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი, თაზაქენდი, ლელაშხა, ვარკეთილის მეურნეობა.
11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში რატევანი, აკაურთა, ზვარეთი, ბოლნისი, ქვეში, მუშევანი, ქ. ბოლნისში სიონის, მაშავერას, სულხან საბას ქუჩებზე.

12:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი, საბერეთი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.