15 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს

10:30-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში სოფელ აზიზქენდში;
1:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, ბოტანიკა, როზა, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, შულავერი, შაუმიანი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.