ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს უკრაინის სანაცვლოდ ბრძოლაში იწვევს

ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს უკრაინის სანაცვლოდ ბრძოლაში იწვევს.

„ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ერთი-ერთზე ბრძოლაში“, — წერს მასკი ტვიტერზე და „პუტინის“ დასაწერად რუსულ ასოებს იყენებს.

„ფსონები უკრაინაა“, — აგრძელებს მასკი და სიტყვა „უკრაინას“ უკრაინულ ენაზე წერს.

„თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე?“ – რამდენიმე წუთის შემდეგ, მასკმა კიდევ ერთი ტვიტი ამჯერად რუსულ ენაზე დაწერა და კრემლის გვერდი მონიშნა.