პარლამენტმა ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს საკანონმდებლო ორგანომ მხარი 91 ხმით, ერთხმად დაუჭირა.
დადგენილების შესაბამი პროექტი პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
„წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ირაკლი შატაკიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.