რუსთავში ორი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
რუსთავის მერის მოადგილის, ბესო ტოგონიძის განცხადებით, უახლოეს დროში, დაახლოებით ათი დღის ვადაში დასრულდება მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის არსებული სკვერის რეაბილიტაცია, სადაც 13 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განთება, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ასევე ამფითეატრი და დასასვენებელი სივრცე. ანალოგიურ პერიოდში უნდა დასრულდეს სკვერის მოწყობა მერვე მიკრორაიონში.
ორივე პროექტი ეკოპაკეტსაც ითვალისწინებს და ჯამში ორივე სკვერში 600-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება.
რეკრეაციულ სივრცეებში იგეგმება ველობილიკების მოწყობაც.