სოფელ მარტყოფში “აპარნობა” აღნიშნეს

სოფელ მარტყოფში ადგილობრივი დღესასწაული–ხატობა – ,,აპარნობა“ გაიმართა. დღესასწაულს გარდაბნის სოფელ მარტყოფში მრავალი წელია, აღდგომის მეორე კვირას აღნიშნავენ.

სახალხო დღესასწაული ჩვეულებრივ აპარნის მთაზე განთავსებული წმინდა გიორგი სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება,  ადგილზე იმართება ტრადიციული დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი და სხვა სპორტული შეჯიბრებები. უამინდობის გამო, სახალხო დღესასწაულს მარტოფის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.

აპარნობის დღესასწაულზე ვრცლად ნახეთ TV4-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში არქივიდან.