სპექტაკლებით დატვირთული კვირები რუსთავის თეატრში – აპრილის აფიშა [ვიდეო]

სპექტაკლებით დატვირთული კვირები რუსთავის თეატრში – აპრილის თვის აფიშის თანახმად, მაყურებელს ქალ​აქის თეატრში სხვადსხვა სპექტაკლის ნახვა, ორშაბათის გარდა, ყოველდღე შეეძლება.

“კუკარაჩა” “ნისლიანი ნიუ იორკი”, “სტუმარ-მასპინძელი”, “თეთრი ჟამი”, “შექსპირბადე” ,”ფოლადი” და “ბუნკერი”-  ეს იმ წარმოდგენების ჩამონათვალია, რომელთა ნახვაც მიმდინარე თვეშია შესაძლებელი.

სოსო ნემსაძის თქმით, თეატრის რეპერტუარში არის სპექტაკლები მოზარდი მაყურებლებისთვისაც.

იგეგმება მოწვეული რეჟისორის, ნიკა ლუარსაბიშვილის სპექტაკლების “ “ვინიპუხი” და “ჩიჩილაკის” ჩვენება.