2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი – პრეზენტაცია “მოდუსში”[ვიდეო]

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის პრეზენტაცია  რუსთავში, კოლეჯ “მოდუსში” გაიმართა.

გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან. საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე www.millennium.org.ge.  განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 31 მაისია.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეხუთედ ტარდება.

2022 წლის კონკურსის პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი და პროფესიული უნარების სააგენტო, კონკურსში ორ სპეციალურ ჯილდოს სწორედ საკანონმდებლო ორგანო და აღნიშნული სააგენტო გასცემს.