ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ფოლკლორულმა ანსამბლმა „ორბელი“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირებისა და ვეტერანების პატივსაცემად მუსიკალური ნომერი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 2 ვეტერანს მერიამ პირად ანგარიშზე ფულადი დახმარება 500 ლარი ჩაურიცხა.