სოფელ მარტყოფში აპარნობას აღნიშნავენ

სოფელ მარტყოფში ადგილობრივ დღესასწაულს–ხატობა – ,,აპარნობას“ ზეიმობენ. დღესასწაული გარდაბნის სოფელ მარტყოფში მრავალი წელია, აღდგომის მეორე კვირას აღინიშნება.

სახალხო დღესასწაული ჩვეულებრივ აპარნის მთაზე განთავსებული წმინდა გიორგი სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება, ადგილზე იმართება ტრადიციული დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი და სხვა სპორტული შეჯიბრებები.

აპარნობას ესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელოსუფლების წარმომადგენლები.