8-11 მაისის ამინდის პროგნოზი ქვემო ქართლში

8-11 მაისს ქვემო ქართლში  უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ TV4-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში 8-9 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ხვალ, 8 მაისს  რეგიონში  13-15 გრადუსია ნავარაუდები.

9-დან 11 მაისის  ჩათვლი  მაქსიმალური ტემპერატურა 17-19  გრადუსი შენარჩუნდება.