ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„საქართველო იგივე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას გააჩნია სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ნათელი გზა დასახოს სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირის მიმართულებით. გზა, რომელიც ნათლად განსაზღვრავს შესაბამის რეფორმებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით იმუშაოს საქართველომ. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ ამათ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, ევროკომისიამ ორივე ქვეყნისთვის ევროკავშსირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. ამ თემაზე მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა:

“მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება”, – განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიოდ მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან და ეს არის პრორეფორმული, ანტიკორუფციული, პროევროპული მომავალი, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან ახლა უკვე გამოიკვეთა. დიდი გზა აქვს დარჩენილი მოლდოვას, განსაკუთრებით საჯარო ადმინისტრირების სფეროში. მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საჭირო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლიდერების სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.