როდის დასრულდება კლდიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მოხარული ვარ, რომ რუსთავში კიდევ ერთი უნიკალური სკვერი სულ მალე გაიხსნება.
დავით კლდიაშვილის ქუჩაზე სკვერის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გავეცანი. საპროექტო ობიექტზე განთავსდება მედიათეკის ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის საკონფერენციო ოთახი, სამკითხველო, ღია ვერანდა, ლიტერატურული კაფე და დამხმარე ოთახი, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის” – აღნიშნავს გიორგი დოხტურიშვილი.

სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები დაწნეხილი ბეტონის ფილებით, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, სპორტული მოედანი სავარჯიშო ტრენაჟორებითა და მინი სტადიონით, ასევე ახალი დეკორატიული ფანჩატურები, სხვადასხვა ატრაქციონი, მწვანე საფარისა და ნარგავების სარწყავი სისტემები, შადრევანის და სასმელი წყლის ფანტანები და პარკინგი. პროექტის ღირებულება 4 256 559 ლარს შეადგენს, დასრულება კი 2023 თებერვლისთვის იგეგმება.

შეხვედრას ასევე რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი და კომპანიის შპს „ენკო“ დირექტორი, ზურაბ ცეცხლაძე ესწრებოდნენ.