ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია,რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის

ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია,რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს საელჩო, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.” – წერია განცხადებაში.