საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო… პრეზიდენთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები”, – წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.