რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ეს იქნება ზაზა ფაჩულიას სახელობის ,,გალფის” რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი.
საკალათბურთო კორტის მოწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, კომპანია ,,გალფის’’ წარმომადგენელმა და ზაზა ფაჩულია მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმებას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკალათბურთო მოედნის მშენებლობის პროექტი ნავთობკომპანია ,,გალფის’’ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
სპორტული მოედანი 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნება.
შეგახსენებთ ზაზა ფაჩულიას სახელობის სამი საკალათბურთო მოედანი უკვე გახსნილია თბილისში, გორსა და სენაკში.