რუსთავის საკრებულოს წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, მოადგილეებმა, ალექსანდრე ბერიძემ, ზაზა ჯაიანმა და საკრებულოს დეპუტატებმა, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად.

შეგახსენებთ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება – 14 წლის წინ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიღუპა 169 სამხედრო მოსამსახურე და ორასზე მეტი სამოქალაქო პირი.