რუსთავში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიის შეხვედრა გამართეს

რუსთავში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე უმრავლესობის წევრები გოგი მეშველიანი, ზაურ დარგალი, ირაკლი შატაკიშვილ და სავალან მირზოევი.

პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

ქართული ოცნების ლიდერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართეს.