გარდაბნის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო

    ხუთი სოფლის წყალმომარაგების საკითხთან დაკავშირებით გიორგი დოხტურიშვილმა პროექტის მენეჯერთან და კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართა.
26 სექტემბრიდან კომპანია აქტიურ რეჟიმში დაიწყებს სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც სოფლების: ვაზიანის ახალსამგორის და ნორიოს პროექტი 6 თვით, ვადაზე ადრე დასრულდება.
მასშტაბური პროექტი ახალ ფაზაზე გადადის, რომლის ფარგლებშიც სოფელ ნორიოში, ახალსამგორსა და ვაზიანში:
  • მოეწყობა წყალმომარაგების სისტემის შიდა ქსელები;
  • დაიწყება აბონენტების გამრიცხველიანება.
  • სოფელ მარტყოფში, ნორიოში და ახალ სამგორში ხუთი სოფლის წყამომარაგების პროექტის ფარგლებში:
  • აშენდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა;
  • მოეწყო სატუმბი და საქლორატორო ობიექტები.
  • ახალსოფელსა და ვაზიანში.
  • მოეწყო სასმელი წყლის რეზერვუარები.
  • აშენდა ცენტრალური მილსადენი.
ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, შემსრულებელი კომპანია კი შპს “ინსია”.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და კომპანიის წარმომადგენლები: დეპარტამენტის უფროსი, ზაზა სიხარულიძე, პროექტის მენეჯერი, მირიან ბუნულაშვილი და საწარმო ბაზრის უფროსი, პაატა დოლიძე ესწრებოდნენ.