სოკოს საწარმო “თეთრმა ქუდმა” კომპოსტირება შეწყვიტა

სოკოს საწარმო “თეთრმა ქუდმა” კომპოსტირება შეწყვიტა. შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებასა და კომპანიას  შორის დაიდო, შესრულდა.

შეთანხმების თანახმად კომპანიას 20 სექტემბრამდე უნდა შეეწყვიტა 2019 წელს დაწყებული კომპოსტირება, ქალაქში უსიამოვნო სუნის გაქრობის მიზნით.

შეგახსენებთ,  თეთრი ქუდი” სოკოს მწარმოებელი კომპანიაა, რომლის საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი უსიამოვნო სუნიც, რუსთაველებს წლების განმავლობაში უქმნიდა დისკომფორტს.

უსიამოვნო სუნს განაპირობებდა კომპოსტი, რომელიც 9 დღის განმავლობაში იხარშება,რაც გამოყოფს დიდი რაოდენობით ორთქლს და ქალაქში იწვევდა უსიამოვნო სუნს.

პრობლემა, რომელიც რუსთაველ მოსახლეობას 2019 წლიდან აწუხებდა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს აღმოიფხვრა.

უნდა აღინიშნოს, რომ საწარმო სოკოს წარმოებას ჩვეულ რეჯიმში განაგრძობს თუმცა შეწყვეტს კომპოსტირებას და აღნიშნულ პროცესს დაუდგენელ ლოკაციაზე უზრუნველყოფს.