სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე ყველასთვის უფასოა

15 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან არის უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

მათ შორის რუსთავში აცრის გაკეთება ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაძლებელი.

რაც შეეხება აცრილთა რაოდენობას ქვემო ქართლის მასშტაბით სეზონურ გრიპზე ვაქცინირებული 3200, ხოლო რუსთავში 1250 პირია აცრილი.

შეგახსენებთ საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის, ხოლო ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.