შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია იწყება

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე რუსთავსერვის ცენტრმა მოედანი ნარგავებისგან გაათავისუფლა, რის შემდეგაც კომპანია “რუსთავის წყალი” სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების დამთავრების შემდეგ კი მოხდება მოედნის რეკოსტრუქცია.

მოედნის ტერიტორიაზე მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა და მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები.

შეგახსენებთ რეაბილიტაცია მასშტაბური პროექტის ფარგლებში იწყება,რომელიც ქალაქის შესასვლელის სრულ რეაბილიტაციასა და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 4 256 988 ლარია.