5 დეკემბერს რუსთავის მე-20 საჯარო სკოლასთან ქართლოს სამარგულიანის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გაიმართება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია,რომ ხვალ 5 დეკემბერს ,რუსთავის მე-20  საჯარო სკოლასთან ინფორმატიკის მასწავლებლის, ქართლოს სამარგულიანის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გაიმართება.

,,ძვირფასო რუსთაველებო, დადგა დრო თანაგრძნობისა, ადამიანობისა, წესიერების დასაცავად გარეთ გამოსვლისა და ერთად დგომისა!

ხვალ , ორშაბათს, 5 დეკემბერს, 13 საათზე, მე- 20 საჯარო სკოლასთან , მდუმარე აქციით ,შევახსენოთ ყველას, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ტოვებენ განსაცდელში, რომ ბოლო სიტყვას, ყოველთვის ამბობს უფალი და სიმართლე სინათლეა, რომელიც უბრალო ადამიანებს შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში!

გელოდებით შავი ფერის ტანსაცმელში, თეთრი მანდილით,ან თეთრი ვარდით, მართალი გულითა და სიმართლის გამარჯვების იმედით!

სიმართლისათვის, სიკეთისათვის , ადამიანობისთვის ,რუსთავო , სწორდი!” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.