88 წლის ასაკში დიზაინერი პაკო რაბანი გარდაიცვალა. ამის სესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მოდის დიზაინერი პაკო რაბანი ცნობილია ექსცენტრიული ტანსაცმლითა და სუნამოებით.
„პაკო რაბანიმ მოდის რადიკალური თვალთახედვით კვალი დატოვა მრავალ თაობებზე და მისი მემკვიდრეობა განაგრძობს სიცოცხლეს“, – ასე გამოეხმაურნენ რაბანის გარდაცვალებას დიზაინერის კომპანიაში.
როგორც ცნობილია, რაბანი საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.