საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.
პროგრამა უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით 11 საათზე დაიწყო – წვევამდელები ფიცს ამჯერად პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით დადებენ.
საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში გაიმართება.