დავით შერაზადიშვილმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოფელ ნახიდურის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
სოფელ ნახიდურის სსსმ და შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ცენტრის ბენეფიციარებმა და მომღერალმა შაბან მამედოვმა მიიღო.
ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ცენტრის თითოეულ ბენეფიციარს მსურს ბედნიერი ცხოვრება გისურვოთ. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინკლუზიური გარემოს შექმნაა, სადაც ჩვენს მოქალაქეებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ამ მიზნის მიღწევისთვის ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ადგილობრივი თვითმმართველობა შშმ და სსსმ პირებს, განსაკუთრებით ბავშვებს, ყოველთვის დავუდგებით გვერდში და ვეცდებით თქვენი საცხოვრებელი პირობები შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.