ჯი ვი პი რუსთავის დაუსრულებელი სამუშაოები ლომოურის ქუჩაზე და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა

ჯივიპი რუსთავმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ნიკო ლომოურის ქუჩაზე გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს.

6 თვიანი დაუსრულებელი სამუშაოების გამო მოსახლეობას წყლის არ ქონის გარდა დისკომფორტს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც უქმნის.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ მოუწესრიგებელი გზების გამო წვიმიან ამინდებში გადაადგილება განსაკუთრებით უჭირთ ასევე დაუსრულებელი სამუშაოების გამო ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას.

ჯი ვი პი რუსთავის პრესასამსახურში აცხადებენ, რომ პასუხისმეგებლი პირი ქალაქში 10 დღის განმავლობაში არ მოიძებნება, ხოლო ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს არ პასუხბენ.