რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებლად დაკავებული საცხოვრებელი ფართები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 21 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გააცნო, მთავრობის განკარგულება გადასცა და შემდგომი პროცედურები განუმარტა.
ოჯახებს, რომლებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ ბინები საკუთრებაში, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
რუსთავში, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე 700-მდე ოჯახს გადაეცა.