რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ანდრეას კიფერს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მუნიციპალური სერვისების ცენტრში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილ გენერალურ მდივან ანდრეას კიფერს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძემ, სტუმარს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქალაქის განვითარების ახალი ხედვა და გეგმები გააცნო.
შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.
მოგვიანებით, ანდრეას კიფერი ნინო ლაცაბიძესთან ერთად, მედიათეკაში, პროექტის ,,თაობა რუსთაველის” ფარგლებში, ახალგაზრდებს შეხვდა.
ევროსაბჭოს კონგრესის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, ევროპული თვითმმართველობების მუშაობის სპეციფიკაზე და დემოკრატიის განვითარებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე ისაუბრა და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.