ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

ლიონში ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრებისა და ლიონის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს.

ინფორმაციის თანახმად, მიქაუტაძე საფეხბურთო კლუბ „ნიცასთან“ გამართული მატჩის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.

როცა მან ავტომობილი გააჩერა, მასთან ორი შეიარაღებული პირი მივიდა და სახლის გაღება მოსთხოვა. ფეხბურთელმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, მძარცველები მის სახლში შევიდნენ, რამდენიმე ძვირადღირებული საათი და სხვა ნივთები აიღეს და მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით, ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 – 200 ათას ევროს შეადგენს.