რუსთავში მეხუთე დღეა პროტესტი გრძელდება

დღეს რუსთავში მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან გასაუბრება.

ახალგაზრდა ქალი აქციის მონაწილეებს მიმართავდა ,,ომი გინდათ”? , თქვენ გგონიათ რევოლუციის მერე ევროპაში გაიღვიძებთ? – არა ! და დატოვა მერიის მიმდებარე ტერიტორია.

რამდენიმე დღეა აქცია-მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან იწყება და რუსთავის მერიასთან სრულდება. 

ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომლითაც ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშორთან მოლაპარაკებებს აჩერებს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები გმობენ სასტიკ ძალადობას პროტესტის მონაწილეების მიმართ.

რუსთავისა და დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები ბოლო რამდენიმე დღეა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებშიც იმართება.