გარდაბანი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ასევე დაშავდა სამი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.