29 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს 10:35-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთის ძირი, თელეთი, შსს დაჩები, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულსა და საბირკენდში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები და მიმდებარე სოფლებში;

11:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში ორბეთი, წყლულეთი, დიდი თონეთი, პანტიანი, ღოლოვანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, სააკაძის, მშენებელთა, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

12:00-დან 16:10 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.