ქედაში, სოფელ წონიარისში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა.
როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად, ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანი კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე, ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.