გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი გამოავლინეს.
მათი ცნობით, ყველაზე მეტი, 119 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 73 – ბათუმში, 55 – რუსთავში, 43 კი – ქუთაისში.
„290 სამართალდარღვევიდან 244 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 46 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.