საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
მარტა კოსის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატი ქვეყნების „პროგრესი ერთგვაროვანი არ არის“.
„პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ევროკავშირთან დაკავშირებული დარჩეს და ჩვენ ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კოსმა.









