ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, ბაზაქლო, გუგუთი, ქვემო ოროზმანი, დალარი და მიმდებარე სოფლებში; 12:04-დან 12:10 საათამდე და 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, ლეჟბადინი, კესალო და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გამსახურდიას, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









