შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.









