28 თებერვალი | კორონავირუსის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 525 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.
პანდემიის...
ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი 1,55 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,55 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი...
28 თებერვალი | კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 510-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსი...
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 თებერვალს რუსთავში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი. თბილისშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12...
ფერმერები აგროდიზელზე ფასდაკლების მიღებას დისტანციურადაც შეძლებენ
საქართველოში მცხოვრებ ფერმერებს აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურადაც შეეძლებათ.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 15...
პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი
პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან...
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება.
რაც შეეხება...
საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა
დღეიდან, 27 თებერვლიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა.
კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგინა:
თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
თბილისი-ფოთი-თბილისი
თბილისი-ქუთაისი-თბილისი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე რკინიგზის სალაროებში.
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში საკანონმდებლო ცვლილებები შედის.
ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს და ასევე იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო გადაწყვეტილება...
ავარია ახალსოფელში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა.
"ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. მძღოლი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად...




















