პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ კანონი იმოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.
„კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მზად იყო კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად.
„პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა, მათ შორის, იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, ვისაც არ მიაჩნია სწორად ეს კანონი, რომ ყოფილიყო სივრცე საჯარო მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუმცა მათ ჩაკეტეს ეს სივრცე, უარი თქვეს მოლაპარაკებაზე და, საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ვეტო არგუმენტით „იმიტომ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტი წაიკითხა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები არ გაიზიარა, დეპუტატებმა 84 ხმით მხარი დაუჭირეს კანონის პირვანდელ რედაქციას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
ბაქოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გახდა, რომელმაც ფინალი...
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა...
რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
„პირველი, კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ,...
ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამეგობრობაში...
პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამეგობრობაში...
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა...
რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
„პირველი, კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ,...
თბილისში,მდინარე ვერე ადიდდა
უხვი ნალექის შედეგად თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე მდინარე ვერე ადიდდა და ერთი ავტომობილი წაიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრმაციით, მანქანიდან მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული...
გამოსავლის გზა გადის იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ,...
მმართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა – სპორტსმენებისა და მათთან ერთად, მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა...
,,საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს...
საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, - ამის...
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში...




















