საერთაშორისო პროექტს „ სამხრეთ კავკასიის მომავლის სახელოსნო“ -რუსთავი მასპინძლობს. რუსთავში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები , საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან , სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმყოფებიან. პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით რუსთავის სკაუტურ ბანაკში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ბერლინელი და ლაიფციგელი თეატრმცოდნეების ხელმძღვანელობით თავიანთ სამომავლო პერსპექტივებზე,ევროპულ გზაზე ქვეყნის განვითარების პროცესში და ამ გზაზე მომავალი თაობის ჩართულობის მნიშვნელობაზე მსჯელობენ. ასევე მუშაობენ ინოვაციურ და კრეატიულ იდეებზე. პროექტის მიზანია, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარება და თანამოაზრეთა ქსელის შექმნა.
მთავარი ყველა საზოგადოება რუსთავი საერთაშორისო პროექტს „ სამხრეთ კავკასიის მომავლის სახელოსნო“ მასპინძლობს