ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში, მეჩეთში აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ავღანელი სამხედროებიც არიან.
თავის მხრივ, ავღანური ტელეარხი Tolo News იუწყება, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.