რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ N23 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ტალახაძე გახდა. ინტელექტუალური შეჯიბრი N5 საჯარო სკოლაში გაიმართა. რუსთავის ეტალონში ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ თანაწამყვანის როლი მოირგო.
ღონისძიების დაწყებამდე მერმა , ეტალონის წამყვანთან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად გასული სასწავლო წლის რუსთავის ეტალონ მოსწავლეს , მარი ბრეგვაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.რუსთავის N20 საჯარო სკოლამ კი – დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის მიიღო.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.