აჭარის მაღალ მთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს

ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-90 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში-კი 30-50 სანტიმეტრია.

მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა მახუნცეთის მოსახლეობას. ქედის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.