14 იანვრის წყლის მიწოდების შეზღუდვა

​14 იანვარს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს. კერძოდ,

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონის N12-თან, წყლასადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:30-სთ დან 19:30-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: მე-17 მიკრორაიონის N10, 11, 12, 13, 17, 18 და 21 კორპუსებს.